სირიის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატები დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა.
დამასკომ ამერიკის შეერთებული შტატები ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების ორგანიზებაში დაადანაშაულა, რომელიც სირიაში უკვე ოთხი თვეა მიმდინარეობს.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისადმი წაყენებულ ბრალდებებს ემატება ისიც, რომ აშშ-ს ელჩის ვიზიტი ქალაქ ჰამაში სირიის ხელისუფლებასთან არ იყო შეთანხმებული
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ს ელჩი სირიაში რობერტ ფორდი გაემგზავრა ქალაქ ჰამაში რადგან საკუთარი თვალით ენახა მასობრივი გამოსვლები , რომლებიც პარასკევის ლოცვის შემდეგ დაიწყო.