ქართველი პოეტი და რომანისტი დავით დეფი სამთვიანი ტურის შემდეგ ნიუ-იორკიდან თბილისში დაბრუნდა. 8 ივლისს, 21:00 საათზე, კლუბ WEST END-ში შედგება დეფის ახალი პოეზიის (ალ. ყაზბეგის გამზირი 12) საღამო.
მსოფლიო პენ ფესტივალზე, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ლექსინგტონ ავენიუზე, ანტერბერგის მსოფლიო პოეზიის დარბაზში, დეფის, ლორი ანდერსონთან ერთად თავისი პოეზიის „ლაივი" ჰქონდა, სახელწოდებით „მეორე კანი". დეფის ლექსებზე ლორი ანდერსონმა მუსიკა საგანგებოდ დაწერა.
ასევე ქართველი პოეტისა და რომანისტის მოთხრობა „დასასრულამდე" ალექსანდრე ჰემონის მიერ, შერჩეულია ევროპის 2012 წლის საუკეთესო ნაწარმოებად.
დეფი ნიუ-იორკში მსოფლიო პენ ფესტივალის პრეზიდენტის სალმან რუშდისა და ამავე ფესტივალის დირექტორის იაკაბ ორსოსის მიერ იყო მიწვეული. დეფი ასევე არჩეული იქნა ნიუ იორკის პოეტთა და რომანისტთა საზოგადოების ‘ლედიგ ჰაუსის' სრულუფლებიან წევრად, ამ საზოგადოების სამეურვეო საბჭოსა და მისი აღმასრულებელი დირექტორის დი დაბლ იუ გიბსონის მიერ.
დავით დეფისა და ლორი ანდერსონის ლაივზე მონაწილეობას იღებდა პულიცერის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი პოეტი იუზეფ კომუნიაკაა.