ოპოზიციური "ექვსეული" სამოქმედო გეგმას 8 ივლისს გაახმოვანებს.
როგორც 30 ივნისს ჟურნალისტებს „ეროვნული საბჭოს" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, შეკრება, რომელზედაც სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის პრეზენტაცია მოხდება, ვერის ბაღში, კალათბურთის სასახლეში გაიმართება.
ყოფილი „რვიანი" სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების რეჟიმში გადადის, რომელსაც ყოველდღიური ხასიათი ექნება.