ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში მგზავრებს სპეციალიზებული სკანერი შეამოწმებს. კონკრეტულად, აეროპორტის კონტროლის ზონაში სპეციალური მოწყობილობები განთავსდება, რომლებიც მგზავრის სხეულის სკანირებას მოახდენს, რათა ტანსაცმლის შიგნით გადამალული ნივთების შეტანა ვერავინ მოახერხოს.
ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს. Euronews-ის ინფორმაციით, ვინც სკანირებაზე უარს განაცხადებს, შესაძლებლობა ექნება, დათვალიერება სხვა მეთოდით ჩაიტაროს.
ევროკავშირმა ასევე მოუწოდა რიგ ქვეყნებს, უარი თქვან რენდგენსკანერზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.