დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარისა და „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ნინო ბურჯანაძის ევროპული ტურნეს მეორე ეტაპი, მეოთხე დღეა გრძელდება. ბურჯანაძემ შეხვედრები გაიმართა ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან და ევროკომისიაში.
პირისპირ შეხვედრა შედგა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის უფროსთან, ფრანსისკ ვან დალესთან. ბურჯანაძემ ვან დალეს გადასცა დოკუმენტების პაკეტი, ფოტო- და ვიდეომასალა, რომელიც ასახავს რეალობას 18-26 მაისს და მის შემდგომ ტერორზე ხელისუფლების მხრიდან, როგორც „სახალხო კრების" მომხრეების, ასევე განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ.
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ყოველდღიურად მყარდება აზრი ისედაც შერყეული იმიჯის მქონე სააკაშვილის, როგორც ევროპის ახალი დიქტატორის შესახებ", - ნათქვამია ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.