აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, შეასწოროს ბევრი რელიგიური აღმსარებლობისა და კონფესიის სამართლებრივი სტატუსი.
"რელიგიის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ის სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თანამოქალაქეთა რწმენის მიმართ ტოლერანტობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების საყრდენია. ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს თითოეული მოქალაქის აღმსარებლობის თავისუფლებას, მუქარისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე. აგრეთვე, პატივს ვცემთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებაში. აღმსარებლობის თავისუფლებაცა და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული", - ნათქვამია აშშ-ის საე;ჩოს მიერ გავრცელებულ განცხადსებაში.