მოსკოვში არ გაჰკვირვებიათ საქართველოში ფოტოკორესპოდენტების დაკავების საქმეში საფარველად "ჯაშუშური საფარველის" გამოყენება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ის, რომ მათ (ფოტოგრაფებს) იარლიყებს აკერებენ და ცდილობენ საქმე წარმოადგინონ ისე, თითქოს შეგზავნილი ჯაშუშები არიან, არ გვიკვირს. ყოველ ჯერზე ასეთი იარლიყების მიკერება ხდება", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს დემოკრატიის დონეზე საქართველოში, "რომელზედაც ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ - კერძოდ, გაეროსა და ევროსაბჭოს სპეციალური დაწესებულებები", _ აცხადებს ლუკაშევიჩი.