ჟენევაში მოლაპარაკებები "არანაირად" არ ვითარდება. აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რადიოსადგურ "ეხო მოსკვის", _ თვის მიცემულ ინტერვიუში.
"ჟენევაში მუშაობს ორი ჯგუფი. ერთი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაბს, მეორე დევნილთა და ჰუმანიტაულ საკითხებზე. რუსეთის დელეგაცია კი აცხადებს, რომ დევნილების ქართულ საზოგადოებაში რეინტეგრაცია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი უფლების რელიზება - უსაფრთხოების პირობებში ნებაყოფლობით დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, სადაც ახლა ის ადამიანები ცხოვრობენ რომლებიც იქ უნდა ცხოვრობდნენ. ასე რომ ჯენევა ვერაფრით დაიკვეხნის",_ აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, არავითარი სხვაობა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს შორის არ არსებობს.
მისივე თქმით, ისინი, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ამჟამად რუსეთის ნებით განაგებენ აცხადებენ, რომ ქართველი დევნილები ვერასოდეს დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. ხანდახან კი იმისათვის, რომ ეს იურიდიულად აბსურდული და მორალურად გაუმართლებელი განცხადება გაამართლონ დასძენენ, რომ მანავ ვიდრე ისინი ვერ გაიაზრებენ, რომ სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ბრუნდებიან, არ მიიღებენ მოქალაქეობას და ა.შ.
"ალბათ თავადაც გესმით, რომ თუ ვიღაც ჭკუიდან გადავა და ამ ადამიანებს სწორედ ასე მოქცევისკენ მოუწოდებს მას ნაწილებად გაგლიჯავენ", _ აცხადებს ვაშაძე და ჟურნალიტის შეხსენებაზე გალის რაიონში ქართველი დევნილების დაბრუნების შესახებ პასუხობს:
"ეს 90-იანი წლების დასაწყისის რუსული პროპაგანდის ნაწილია. გალის რაიონის მოსახლებას პრაქტიკულად არც დაუტოვებია საკუთარი სახლი, ისინი არც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. უბრალოდ, მათი ნაწილი, საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დროები გადმოვიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა", _ აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.