რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ კანონი უკვე ძალაშია. "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 5 ივლისს "საკანონომდებლო მაცნეში" 6 ივლისს გამოქვეყნდა
ცვლილება ძალაში გამოქვეყნებსითანავე უნდა შევიდეს, შესაბამისად, რელიგიური გაერთიანებებს სტატუსის მისაღებად საჯარო რეესტრისთის მიმართვა, უკვე შეუძლიათ.
"სამოქალაქო კოდექსში" სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც „მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ საქართველოსთან" ან კანონმდებლობით რელიგიებად არიან მიჩნეული ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ.
რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.
კანონპროექტის პარლამენტში პირველ ივლისს შევიდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით, ის იმავე დღეს დაამტკიცა. მეორე და მესამე მოსმენა კი 5 ივლისს გაიმართა.