ვინაიდან მშვიდობიანი შეთანხმება არ არსებობს, ტექნიკურად ჩვენ ომის პირობებში ვიმყოფებით ან გნებავთ დაზავების პირობებში. განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის", _ თვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს რუსეთი და საქართველო.
"ის რაც 2008 წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ დატოვა საქართველოში ეს სრული გაუგებრობაა, იურიდიული, ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსით, ცეცხლი შეწყვეტის ხაზით, ოკუპაციის ხაზით, როგორც გნებავთ, სრული გაუგებრობაა ჯერ ჯერობით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში", _ აცხადებს ვაშაძე და ამბობს, რომ ამჟამად, ერთის მხრივ არსებობს "ჩემი მთავრობისა და ჩემი პრეზიდენტის მზადყოფნა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე მოხდეს შეხვედრა რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებთან იმისათვის რათა ბოლოს და ბოლოს ნორმალური დიალოგის დაიწყოს. მეორეს მხრიდან კი არის რუსეთის განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ამ მთავრობიდან არავის არასოდეს არ დაელაპარაკებიან".
მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ყოველივეს გათვალისწინებით ჯერ ჯერობით ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავს და თუ ისინი გაჩნდება იგი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება დედამიწაზე.