ინდოეთის ქალაქ პატიალიში, მატარებელი ავტობუსს დაეჯახა და 33 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი რკინიგზაზე გადადიოდა. ავტობუსში მსხდომები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.
ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფები ხშირია. ეს სარკინიგზო ხაზის გადატვირთვით არის გამოწვეული.
შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს, მუმბაიში მომხდარი კატასტროფისას 100 ადამიანი დაიღუპა.