დღეს, 7 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდის თემაზე შეხვედრა გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივადან (EPI) აცნობეს, შეხვედრა მსხვილ ფერმერებთან გაიმართება თემაზე "სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდა".
შეხვედრაზე განხილული იქნება თხილის, ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის სექტორები, დაბეგვრისა და ლიზინგის საკითხები. შეხვედრას დაესწრება 100-ზე მეტი ფერმერი და სოფლის მეურნეობის ბიზნესით დაკავებული პირი.