7-8 ივლისს თბილისში, საგარეო უწყებაში, ნატო-საქართველოს ერთობლივი კონფერენცია ჩატარდება. იგი უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეების მთავარი განსახილველი თემები 21-ე საუკუნის გამოწვევები: ტერორიზმი, კიბერ- და ენერგოუსაფრთხოება და სხვა იქნება.
"ღონისძიების თბილისში გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო გლობალური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მასთან საბრძოლველად საერთაშორისო ფორმატით მიმდინარე ყველა პროექტში აქტიურად მონაწილეობს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ნატოს გენერელური მდივნის თანაშემწე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, გაბორ იკლოდი ჩამოვიდა.