საქართველოს სამოდელო ბიზნესის ბაზარზე საერთაშორისო სამოდელი სააგენტო „ნიკიტა მოდელსი" შემოდის, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია და მოდების ჩვენება დღეს, 7 ივლისს, 21:00 საათზე, რიყეზე, ახლად გახსნილ პარკში იგეგმება. ჩვენებაში მონაწილეობას უკრაინელ მოდელებთან ერთად ქართული სამოდელო სააგენტო "შარმის" მოდელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც "ნიკიტა მოდელსის" მენეჯმენტმა განაცხადა, ისინი საქართველოს ბაზრით დაინტერესებულნი არიან და სამომავლოდ საკუთარი ნიშასაც დაიკავებენ, თუმცა აქტიურ თანამშრომლობას გეგმავენ კონკურენტ სააგენტოებთანაც.
"ნიკიტა მოდელსი" საერთაშორისო სამოდელო სააგენტოა და ამ დროისთვის აქვს ფილიალები არა მარტო უკრაინასა და საქართველოში, არამედ ესპანეთსა და ჰონკონგშიც. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით ორას ორმოცდაათზე მეტი პარტნიორი ჰყავს. ამავე სააგენტოს მოდელია ისეთი პრესტიჟული საავტომობილო ბრენდის სახე, როგორიცაა "Jaguar", მოქმედი "მის უკრაინა" და "მის კიევი". "ნიკიტა მოდელსის" ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოდან მსოფლიო პოდიუმებისკენ ძალიან ბევრ ქართველ მოდელს გაუკვალავენ გზას.
სააგენტოს პრეზენტაცია თბილისის მერიის, "ბარამბოს", "ბერტას", "პეპსის", "თბილღვინოს", "აფთაუნ თბილისის", "რაკინ დეველოპმენტის", "რაკიას", "შერატონ მეტეხი პალასის", "ალ ჰამრას", "აბსორბას", "ჟან ბურჟუს" და Region TV-ის მხარდაჭერით იგეგმება.
მედიაპარტნიორები არიან "რუსთავი 2", "იმედი", "რეალ ტვ", "თბილისელები", "რადიო ქალაქი". მოდელების ვიზაჟსა და ვარცხნილობაზე იზრუნებს სილამაზის სალონების ქსელი "მელანჟი".