ეჩმიაძინი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა, სომხეთის სამოციქულო ეკლესიისათვის იურიდიული სტატუსის მინჭების შესახებ და თავისი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადაუხადა, იმისათვის, რომ მან სომხეთის ეკლესიის შემხვერდრი ნაბიჯები გადადგა. განცხადება ამის შესახებ ეჩმიაძინის პრესსამსახურის უფროსმა ვაგრამ მელიკიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტს მოჰყვა საქართველოში.
„გარეგინ მეორესა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება გადაყწვეტილიყო საკითხები, რომლებიც საქართველოში არსებულ სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ჰქონდა. პირველ ეტაპზე იურიდიული სტატუსის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. ამის გამო საქართველოს პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო",_ აცხადებს მელიკიანი.
მისივე თქმით, შეთანხმების მეორე ეტაპი „საქართველოში არსებული სოხური ეკლესიების დაბრუნებას ითვალისწინებს, იმისათვის, რომ სოხეთის ეპარქია თავის ხალხს ემსახუროს".
მელიქიანი ასევე აცხადებს, რომ „ამ მომენტისათვის სომხური ეკლესიისათვის საკმარისია ექვსი ეკლესია".
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეჩმიაძინს დაპირდა, რომ მათი კუთვნილების საკითხს არ დააყენებს, არ დაამახინჯებს და მათგან სომხურ წარწერებს არ წაშლის.
„ხოლო რაც შეეხება საქართველოში არსებულ დანარჩენ ეკლესიებს, რომელიც გაქართულებულია, ამ ქვეყნის ხელისუფლება დაგვპირდა, რომ მათი კუთვნილების საკითხს არ დააყენებს, არ დაამახინჯებს და მათგან სომხურ წარწერებს არ წაშლის", _ აცხადებს ვაგრამ მელიკიანი.