ალა პუგაჩოვა უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალს აწყობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ფესტივალი Crimea Music Fest-ი, რომელსაც ალა პუგაჩოვა ხელმძღვანელობს, 6-10 სექტემბერს იალტაში გაიმართება.
კონკურსის საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კონკურსანტებს შორის არიან მომღერლები საქართველოდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, საბერძნეთიდან, ჩილედან, აშშ-იდან და სხვა ქვეყნებიდან. პუგაჩოვასთან ერთად ჟიურიში იქნებიან სოფია როტარუ, ვალერი ლეონტიევი და გლორია გეონერი.
კონკურსანტებთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმღერებენ ფილიპ კირკოროვი, ბორის ნემცოვი, ნიკოლაი ბასკოვი, სოსო პავლიაშვილი, მაქსიმ გალკინი, კრისტინა ორბაკაიტე და ლეგენდარული გლორია გეინორი.