საპარლამენტო უმრავლესობის 13-მა წევრმა რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მესამე მოსმენით მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.
"სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენისას რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის წევრებს - დავით ბეჟუაშვილს, მამუკა გაჩეჩილაძეს, გოჩა თევდორაძეს, ზვიად კუკავას, ჯაბა მაღლაკელიძეს, ზურაბ მელიქიშვილს, ენზელ მკოიანს, დევი ოვაშვილს, მამუკა სანებლიძეს, ავთანდილ სტურუას, გიორგი ტალახაძეს, დავით ჭავჭანიძეს, გიორგი ხანხელიძეს.
კენჭისყრის პროცედურას არ ესწრებოდნენ დეპუტატები უმრავლესობიდან - რამინ ბაირამოვი, ვახტანგ ბალავაძე, დავით ბაქრაძე, გოდერძი ბუკია, არჩილ გეგენავა, ემზარ გელაშვილი, ზაზა გელაშვილი, გიორგი გოგუაძე, ვერულაშვილი მარიკა, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, კანდიდ კვიციანი, თემურ კოხოძე, კობა კურდღელაშვილი, პაატა ლეჟავა, ვახტანგ მარტოლეკი, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია, კახა ოქრიაშვილი, თამაზ პეტრიშვილი, აზერტ სუილეიმანოვი, სერგო ქიტიაშვილი, იაშა შერვაშიძე, გოჩა შანიძე, მიხეილ ცქიტიშვილი, გიგი წერეთელი, დილარ ხაბულიანი, ეკატერინე ხერხეულიძე, ბეჟან ხურციძე, ჯაბუა გურანდა და ნაული ჯანაშია.
დანარჩენმა 70 დეპუტატებმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო კოდექსში" შესული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეული რელიგიები.