თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზედაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრის ზაზა გაბუნიას თქმით, მათ აქვთ მთელი რიგი შეკითხვებისა, რომელიც უკავშირდება როგორც სამართლებრივ და უფლებრივ მდგომარეობას, ისე ჯანდაცვის, სარეაბილიტაციო, ინტერგრაციის, სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხებს.
"თითოეული საკითხი რომელსაც დღეს ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე დავსვით წლების მანძილზე ელოდება გადაჭრას და გვაქვს იმედი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სხდომაზე მოწვეული ფედერალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელთაგან კონკრეტულ პასუხებს მივიღებთ", - განაცხადა გაბუნიამ.
ქრისტიან-დემოკრატების მიწვევით, ფრაქციის გაფართოებულ სხდომას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე, თბილისის მერიის სოციალური სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქეთევან ყაჯრიშვილი და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.