სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე ხვალ შეხვედრა გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივადან (EPI) აცნობეს, შეხვედრა მსხვილ ფერმერებთან გაიმართება თემაზე "სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდა". შეხვედრაზე განხილული იქნება თხილის, ხილის, ბოსტნეულისა და კენკრის სექტორები, დაბეგვრისა და ლიზინგის საკითხები. შეხვედრა, რომელიც ხვალ, 7 ივლისს, 12:00 საათზე სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება, დაესწრება 100-ზე მეტი ფერმერი და სოფლის მეურნეობის ბიზნესით დაკავებული პირი.
მასალის გამოყენების პირობები