დიდი ბრიტანეთი 2012 წლის ბოლოსათვის ავღანეთიდან 500 სამხედროს გამოიყვანს. განცხადება ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამის შემდეგ, ავღანეთში დიდი ბრიტანეთის მხრიდან ცხრა ათაის სამხედრო დარჩება. ამერიკული კონტიგენტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის კონტიგენტი ავღანეთში მყოფ სამხედრო კონტინენტთაგან ყველაზე მრავალრიცხოვანია.
ეს განცხადება კემერონმა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკეთა. ობამამ კი განაცხადა, რომ მომდევნი წლის ბოლოსათვის ავღანეთიდან 33 ათას ამერიკელ სამხედროს გამოიყვანს.