კანადამ ავღანეთიდან თავისი სამხედროების გაყვანა დაიწყო, ვინაიდან ამ რეგიონში მისი მისია დასრულდა.
ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. კანადელი სამხედოების პირველი ვერტმფრენები ავღანეთიდან უკვე გამოფრინდნენ. ასე რომ კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთიდან თავისი ჯარის გაყვანა დაიწყო.
კანადელი სამხედროები ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან. მთელი ამ დროის განმავლობაში ავღანეთში 150 კანადელი სამხედრო დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები