"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო გამოხატავს აღშფოთებას პარლამენტის მიერ, დაჩქარებული წესით მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
"მიგვაჩნია, რომ პატრიარქის განცხადება არის ადექვატური და არსებულ რეალობასთან შესაბამისი. საჭირო იყო ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი დებატების გამართვა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად მჭიდრო კოორდინაცია.საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ დაჩქარებულად მიღებული კანონის მიღმა დგას ფარული გარიგება საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებას შორის. აქ იკვეთება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ქვეყნის ინტერესების ღალატი სხვა ქვეყნის პრეტენზიების სასარგებლოდ. ხელისუფლების მზაკვრულ ჩანაფიქრს, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესებს ესადაგებოდა არ დაეთანხმა უწმინდესი და უნეტარესი, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მაინც კადნიერად აღასრულა", _ ნათქვამია „სახალხო კრების" .მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სახალხო კრება" გმობს ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლური ეკლესიისადმი სრულ უპატივცემულობას და კონკორდატის იგნორირებას.