17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო
ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ფოლკლორის სასახელმწიფო ცენტრი
გამართავს ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციას.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამეცნიერო-კვლევით, სასწავლო და
საველე-საექსპედიციო მუშაობაში სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა დახმარება;
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის
სტუდენტებსა და დოქტორანტებს; პროგრამაში მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 18-
იდან 30 წლამდე; პროგრამაში ჩართვის მსურველები პროექტით ან განაცხადით
მიმართავენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს. ერთსა და იმავე პირს შეუძლია
წარადგინოს რამდენიმე პროექტი ან განაცხადი. პრიორიტეტებს ადგენს, პროექტებსა და
განაცხადებს განიხილავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტებისაგან
შემდგარი კომისია, რომელსაც ცენტრის დირექტორი ხელმძღვანელობს. კომისია
იკრიბება საჭიროებისამებრ.
ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მხარდაჭერის პროგრამა დააფინანსებს საერთაშორისო
სიმპოზიუმებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობას; ფოლკლორისტულ
ექსპედიციებს; უცხო ენის სრულყოფილად შესწავლას; მცირე გრანტებს
(თანადაფინანსების შემთხვევაში, მაქსიმუმ 800 ლარის ოდენობით)