დღეს, 6 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 5 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 7 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.700%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 11.820%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.740%-ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 11.7% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები