პარლამენტის გადაწყვეტილებას ქაშუეთთან გააპროტესტებენ. "წინააღმდეგობის მოძრაობა" მოსახლეობას დღეს 18:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებისა და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს. საუბარია, პარლამენტის მიერ გუშინ დაჩქარებული წესით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც რიგი კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
"ვინც აღნიშნულ კანონმდებლობას ხმა მისცა, ყველა ის დეპუტატი ქვეყნის, ერის და საზოგადოების მოღალატეა - თითოეულმა კონფესიამ აღნიშნული სტატუსის მიღებით საქართველოს შეიძლება, დიდი პრობლემა შეუქმნას, რადგან აღნიშნული კონფესიების უკან დიდი პოლიტიკური ძალები დგანან", - განაცხადა "წინააღმდეგობის მოძრაობის" წარმომადგენელმა სოსო მანჯავიძემ დღეს გამართულ პრეკონმფერენციაზე.
პრესკონფერენციაზე მონაწილეებმა მოუწოდეს თბილისელ სომხებს მივიდნენ საპროტესტო აქციაზე, რადგან ვინაიდან ქართული და სომხური კეთილმეზობლური დამოკიდებულება შესაძლოა, აღნიშნულმა გადაწყვეტილება დაძაბოს და ორი ერი ერთმანეთს გადაკიდოს.
პრესკონფერენციას კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ აქციას აუცილებლად შეუერთდება.