დღეს, 6 ივლისს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N27, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.40%-ით, მაქსიმალური 8.65%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.48%-ით განისაზღვრა.