"აზერბაიჯანის ავიახაზების" (AZAL) პრესსამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ავღანეთში ჩამოვარდა მათი კომპანიის კუთვნილება არ იყო. კომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავი აზერბაიჯანულ ავიაკომპანია "SilkWay"-ს ეკუთვნოდა.
ავღანეთში ავიაკატასტროფის შედეგად, ეკიპაჟის რვავე წევრი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი რადარიდან 23:00 სათზე გაქრა. თვითმხილველებმა მხოლოდ აალებული თვითმფრინავი დაინახეს, რომელიც ქვემოთ ვარდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 2 აზერბაიჯანელი, ხოლო 6 უზბეკი იყო.