წითელ ზღვაში გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც 197 ადამიანი დაიღუპა. როგორც სუდანური მედია იუწყება, გემი სუდანიდან საუდის არაბეთში მიემგზავრებოდა და ის სუდანელი მიგრანტებით იყო სავსე, რომლებსაც საუდის არაბეთში შეღწევის სურვილი ჰქონდათ. ბორტზე მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ სამმა შეძლო გადარჩენა. გემის ჩაძირვის მიზეზად ბორტზე გაჩენილი ცეცხლი სახელდება. გემზე გარდა სუდანელებისა იმყოფებოდნენ, ჩადელები, ნიგერიელები, ეთიოპიელები და ერითრიელები. წითელ ზღვას ყოველწლიურად არალეგალურად ათასეულობით მიგრანტი კვეთავს.
მასალის გამოყენების პირობები