ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ ძალოვანებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დანაშაული ქალაქის ცენტრში მოხდა, როდესაც 38 წლის მილიციის მაიორი, არტურ ტოხოვი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. მისი მიმართულებით ცეცხლი უცნობმა პირებმა გახსნეს.
ტოხოვი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები