დღეს, 6 ივლისს, პოლონეთში საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის ოფიციალური ვიზიტი იწყება.
როგორც მინისტრმა განაცხადა, პოლონეთში ვიზიტისას პოლონელ კოლეგას შეხვდება, ასევე გამართავს შეხვედრებს პროფკავშირული გაერთიანებების წარმომადგენლებთან.
"პოლონეთში ვიზიტისას შრომითი ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებით და სოციალური დიალოგის მიმართულებით პოლონეთის გამოცდილებას გავეცნობით და შესაბამისად მოხდება მისი გაზიარება. ასევე მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო კონფდერენციაში, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და მიღწევებზე გვექნება საუბარი", - განაცხადა ურუშაძემ.