ხვალ, 6 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი "ქარვასლა" თბილისის ისტორიის მუზეუმი, წარმოადგენს მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალურ გამოფენას - "კლაუსტროფობია".
გამოფენა მხატვრის უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა. როგორც მხატვარი აცხადებს, ნაცნობი სივრცე მას ზედმეტად შებოჭილი ეჩვენა, მაგრამ პროექტი არ არის მხოლოდ პროტესტი ჩაკეტილი სივრცის მიმართ, ის ამ სივრციდან თავის დაღწევის თემასაც ავითარებს.