ბრილიანტის ღირებულება იზრდება, მოთხოვნა კი არ მცირდება. წლის დასაწყისიდან დამუშავებული ალმასის ღირებულება 15,4 %-ით გაიზარდა. ფასების ზრდა განსაკუთრებით ისრაელში იგრძნობა, რომელიც მსოფლიოში საიუველირო გადამუშავების ალმასების 60 %-ს აწარმოებს.
ალმასსზე ფასების ზრდა 1 წელია დაიწყო, თუმცა მიუხედავად ფასების ზრდისა, მასზე მოთხოვნა არ მცირდება.
IDEX-ის ინფორმაციით, ივნისში გადამუშავებული ალმასის ღირებულება მაისთან შედარებით 8,5%-ით გაიზარდა, ხოლო იმავე პერიოდში ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 18,5%-თაა გაზრდილი.