ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ძეგლებისა და მე-19 საუკუნეში საქართველოს ანექსიისას დაზიანებული თუ გადაკეთებული ძეგლების დაცვის ინტერესები კანონით იქნება გარანტირებული. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე კანონპროექტის ფორმულირება დღესვე მოხდება და ის "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების პროექტში, მესამე მოსმენით დამტკიცებამდე აისახება.
კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ მოფიქრებული იქნება ფორმულირება, რომლითაც დაცული იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებები სხვა ქვეყნებშიც.
"სამოქალაქო კოდოექსში" ცვლილებების პროექტზე საბოლოო კონსულტაციას დეპუტატები იურისტებთან და საპატრიარქოსთან უახლოეს ერთ საათში გაივლიან.