"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე პარლამენტს ღირსების გამოჩენასა და საპატრიარქოს თხოვნის გათვალისწინებას ურჩევს. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩახვაძემ "სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მას არ შეუძლია ეჭვი შეიტანოს პავლე კუბლაშვილის განცხადებაში, რომელის თქმითაც, საპატრიარქოსთან რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა, თუმცა, მეორე მხრივ, არის საპატრიარქოს განცხადება, რომელიც კანონპროექტის განხილვის შეჩერებას, საჯარო განხილვების დაწყებასა და კომისიის შექმნას ითხოვს.
"ახლა ვსაუბრობთ სხვა კონფესიებზე და ბუნებრივია, ამ კანონში გვინდა დავადასტუროთ პატივისცემა და ტოლერანტობა, თუმცა ამას ვერანაირად ვერ გავაკეთებთ, თუ პატივს არ ვცემთ ჩვენს დედაეკლესია", - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობა ჩახვაძემ.
მისი თქმით, ამით მოიგებს პირველ რიგში საქართველო და საზოგადოებაც, რადგან კანონის დაჩქარებულ მიღებას აჟიოტაჟი მოჰყვება.
"კოლეგებო, მოგმართავთ ყველას, რომ პარლამენტის ღირსება შევინარჩუნოთ და საპატრიარქოს თხოვნას პატივი ვცეთ", - აღნიშნა მან.