18 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში", "განათლების პროფესიული სინდიკატის" ორგანიზებით, გაიმართება ყრილობა თემაზე "დიალოგი დედაქალაქის ხელმძღვანელობასა და სასკოლო საზოგადოებას შორის".
ყრილობაზე განიხილავენ სასკოლო საზოგადოების მხრიდან განათლების რეფორმის მხარდაჭერას, დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების გეგმებს სკოლებთან მიმართებაში, ქვეყნის განვითარებაში სასკოლო საზოგადოების როლს და სხვა აქტუალურ საკითხებს.