საგარეო საქმეთა მინისტრიგრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს ვალტერ გიგერს და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებები.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციისა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ფუნქციონირების საკითხები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითი შეფასება მისცა შვეიცარიის კონფედერაციის როლს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მედიაციის პროცესში.