ადამიანის უფლებების საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის აზრით, საქართველოში ზედმეტად მკაცრად სჯიან წვრილმანი დანაშაულისათვის, მოსამართლეები და ადვოკატები კი ზეწოლისგან თავისუფალნი არ არიან. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თომას ჰამარბერგი საქართველოში აპრილში იმყოფებოდა. თავის ანგარიშში, რომელიც ვიზიტის შედეგებს მიუძღვნა და რომელიც დღეს გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ საქართველოში ფართოდ გავრცელებული სასამართლო გარიგება პატიმრობის დიდ ვადებთან ერთად ბრალდებულთა შანტაჟისათვის კარგ პირობებს ქმნის.
"საქართველომ დიდი ძალისხმევა უნდა მიმართოს მართლმსაჯულების სფეროში არსებული სერიოზული ხარვეზების აღმოჰხვრისათვის და გაზარდოს მისი განჭვირვალობა და სამართლიანობა", _ ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ჰამარბერგის პრესსამსახური ავრცელებს.
ამას გარდა, ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება მოახდინოს ოპოზიციონერების ყველა საჩივარზე, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ეხება.