კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა აჭარაში ჩასულ ტურისტებს და არა მხოლოდ ტურისტებს ბათუმში "სისხლსავსე" ფესტივალებს ჰპირდება.
"როგორც მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ივლისის თვეში ბათუმში დაგეგმილია 5 დღიანი ჯაზ ფესტივალი, რომელიც გასული წლების ჯაზ ფესტივალებისგან განსხვავებული იქნება.
"5-დღიანი ჯაზ ფესტივალი, რომელიც ბათუმში გაიმართება სხვა ფესტივალებს არ ჩამოუვარდება და ეს იქნება ნამდვილი ჯაზ ფესტივალი და არ იქნება მხოლოდ კონცერტების წყება, როგორც აქამდე იყო, იქნება ლექციები, შეხვედრები და მოხდება ასევე სხვადასხვა სახის ადგილობრივი სუვენირების გამოფენა, რომელიც ახასიათებს ყველა მაგარ ფესტივალს. აქამდე ასეთი არ იყო. იყო მხოლოდ კონცერტების წყება და ახლა ტარდება ნამდვილი სისხლსავსე ჯაზ ფესტივალი. ჩამოდიან ძალიან ბევრი ვარსკვლავები, მათ შორის მერსი გრეი, რომელიც უამრავი გრემის მფლობელია და ძალიან წარმატებული და კარგი სოლო მომღერალია", - განაცხადა ნიკოლოზ რურუა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა აგვისტოში ბათუმში დაგეგნმილ MTV-ს კონცერტებზე რომელშიც მონაწილეობას ცნობილი პოპ შემსრულებელი ენრიკე იგლესიესი მიიღებს.
"აგვისტოში ბთუმში გაიმართება MTV-ს დაჯილდოვება და კონცერტი. მისი ერთ ერთი წამყვანი მომღერალი კი ენრიკე ილგესიესი იქნება, რომელიც არის პოპ მუსიკის ცნობილი სახე და მას მსოფლიოში მილიონობით ფანი ჰყავს მათ შორის საქართველოშიც. გამოკითხვის მიხდევით ენრიკე იგლესიესს საქართველოში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და სწორედ ამიტომ შეარჩია MTV -მ ენრიკე იგლესიასი. ასე რომ ივლისი და აგვისტო საკმაოდ დატვირთული იქნება" - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ისაუბრა ასევე ცნობილი ფესტივალების ეკონომიკურ შედეგებზეც. მინისტრი აცხადებს, რომ ანალოგიური ფესტივალების ჩატარება ქვეყანაში მნიშვნელოვანია რადგან ერთი მხრივ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვისაა კარგი ასევე ის მაჩვენებელია ქვეყნის სტაბილურობისა, რადგან არასტაბილურ ქვეყანაში ცნობილი მომღერლები არ ჩადიან.
"ძალიან მნიშვნელოვანია ფეტსივალების ჩატარება ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამას მოყვება ტურიზმის განვიარება. ტურიზმის განვითარებას კი მოყვენა ძალიან ბევრი ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავალი. ტურიზმს შემოაქვს ფული, ფული კი თავის მხრივ ნიშნავს დასაქმებას" - განაცხადა ნიკოლოზ რურუმა.
შეგახსენებთ, რომ 19-25 ივლისს ბათუმში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი გაიმართება, ხოლო აგვისტოს თვეში დაგეგმილია MTV-ს კონცერტების სერია, სადაც ენრიკე იგლესიასის გარდა სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას.