ხვალ, 6 ივლისს, პოლონეთში საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის ოფიციალური ვიზიტი იწყება
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პოლონეთში ვიზიტისას ის თავის პოლონელ კოლეგას შეხვდება და ასევე გამართავს შეხვედრებს პროფკავშირული გაერთიანებების წარმომადგენლებთან.
"პოლონეთში ვიზიტისას შრომითი ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებით და სოციალური დიალოგის მიმართულებით პოლონეთის გამოცდილებას გავეცნობით და შესაბამისად მოხდება მისი გაზიარება. ასევე მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო კონფდერენციაში, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და მიღწევებზე გვექნება საუბარი", - განაცხადა ურუშაძემ.