არაბეთის გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტი, შეიხი ხალიფა იბნ ზაიდ ან-ნახაიანის ბრძანებულებით, არაბეთი ეგვიპტეს 3 მლრდ. დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 1,5 მლრდ. დოლარი ეგვიპეში მისი სახელობის ფონდის შექმნისთვის დაიხარჯება. აღნიშნული ფონდიდAნ, კი დახმარება გაეწევა როგორც წვრილ ასევე საშუალო ბიზნეს სექტორს. 750 მლნ დოლარი კი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და კომუნიკაციების გაყვანას მოხმარდება. დარჩენილი თანხა კი ეგვიპტეში სხვადასხვა პროექტების განვითარებისთვის იქნება გათვალისწინებული.