პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყო. აქტიური ტურისტული სეზონი მოიცავს სამ თვეს, კერძოდ კი ივლისი, აგვისტო და სექტემბერი.
მანჯგალაძემ დღეს გამათულ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოში 2011 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებელზე.
მისი თქმით, პირველ 6 თვეში საქართველოში ჩამოვიდა 1 მლნ 108 914 უცხოელი დამსვენებელი, რაც 45 პროცენტით მეტია გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემთან შედარებით.
მანჯგალაძემ ასევე ისაუბრა 2010 წლის სტატისტიკურ მონაცემზე, რომელის თანახმადაც გასულ წელს საქართველოს 2 032 586 ტურისტი ესტუმრა.
"ტურისტული სეზონი ძალებს სრულად იღებს. დაიწყო აქტიური სეზონის პირველი თვე და კიდევ დარჩენილია მთლიანი აგვისტო და სექტემბერი. ეს კი გვაძლევს საშუალებას რომ ვთქვათ, რომ ტურისტების რაოდნეობა საქართველოში უფრო და უფრო გაიზრდება" - განაცხადა მანჯგალაძემ.