რუსეთის გენერალური შტაბის რამდენიმე პერსპექტიულმა ახალგაზრდა გენერალმა, რომლებიც პრეზიდენტ მედვედევის მიერ დაფუძნებულ საკადრო რეზერვში ირიცხებოდნენ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერა. ამგვარი დემარშის მიზეზი მათი შტაბის ხელმძღვანელთან ნიკოლაი მაკაროვთან არსებული უთანხმოება გახდა.
"ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციით, რომელსაც წყაროზე დაწყრდნობით ავრცელებს, ახაგაზრდა გენერლებს არ მოსწონთ ის მეთოდები, რომლებითაც მაკაროვი უწყებაში სამხედრო რეფორმას ატარებს. მათივე ინფორმაციით, უწყებაში არ ეთანხმებიან, იმ აზრს, რომ რეფორმის წარუმატებლობაში თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვია დამნაშავე.
"ამავე დროს გენშტაბში დარწმუნებულნი არიან, რომ თავის მაკაროვი დაკისრებულ სამუშაოს მინდობილ ნაწილში თავს ვერ ართმევს", _ აცხადებენ გენშტაბში.