საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანგალაძის განცხადებით ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს მტკიცე და ერთგულ პარტნიორად
მისი თქმით, ესტონეთი მტკიცე მხარდამჭერია საქართველოს მისწრაფებების საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე.
"გუშინ ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვია. მისი ვიზიტი ბათუმში დაიწყო და დღეს თბილისში გაგრძელდება. ეს გაგრძელებაა იმ მეგობრული და პარტნიორული ურიერთობის, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. რაც შეეხება ესტონეთის პრეზიდენტს ეს არის ის ადამიანი, რომელიც აგვისტოს მძიმე დღეების დროს საქართველოსა და ქართველ ხალხთან ერთად იდგა სხვა თბილისში ჩამოსულ ევროპელ ლიდერებთან ერთად", - განაცხადა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. M
მისივე თქმით, ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი ქართველი კოლეგის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას შეეხო. ასევე, განხილული იყო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება.
მანჯგალაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში ტარდება და იმ წარმატებებზე, რომელსაც საქართველომ რეფორმების გატარების დროს მიაღწია.
მანჯგალაძის თქმით, საქართველოში უმაღლესი დონის ვიზიტები ივლისშიც გაგრძელდება. მისი განმარტებით, საქართველოში ჩამოსული ადამიანების ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც დაზუსტდება ზუსტი თარიღი.