საქართველოს პრეზიდენტმა მიხიელ სააკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხიელს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთის პრეზიდენტის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში წარმატებით გრძელდება. იგი გუშინ საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში შეხვდა ხოლო დღეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან.
"ჩვენ შევძელით ესტონეთის პირველ პირთან შეხვედრის დროს დაგვესახა სამომავლო პერსპექტივები რადგან ესტონეთი საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ერთ ერთი ატქიური მხარდამჭერია", - აცხადებს კალანდაძე.