ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის მისია საქართველოში მანდატის ამოწურვის შემდეგ კვლავ გაგრძელდება
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი როტაციის წესით ჩანაცვლებული ახალი ხელმძღვანელით პოლონელი ანდჟი ტიშკიევიჩით, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2 თვის ვადით იმიტომ დამტკიცდა, რომ მისიას ოფიციალურად საქართველოში ყოფნის მანდატი 14 სექტემბერს ეწურება.
"საქართველოსთვის ევროკავშირის მისიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის მანდატს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, კერძოდ კი აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ რეიგონში რუსული მხარის დაბლოკვის გამო ვერ ახორციელებს. ამისდა მიუხედავად, როგორც იცით რუსეთის ძალისხმევით დღეისთვის საქართველოში აღარც ეუთოს და აღარც გაეროს სადამკვირვებლო მისიები აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქართული მხარე ევროკავშირს ერთადერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო მისიად განიხილავს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ყოფნის ვადა გაუგრძელდება ქართულ მხარეს იმედი აქვს რომ მას სწორედ ახლადდანიშნული ანდჟი პიშკიევიჩი უხელმძღვანელებს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით ევროკავსირის პოზიცია, რომ მათ სურთ საქართვეოში მისია დღევანდელი ფორუმით კვლავ შენარჩუნდეს", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.