საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, კონფერენცია თბილისსში სს სამინისტროში ჩატარდება, რომელიც XXI საუკუნის გამოწვევებს მიეძღვნება, როგორიც არის ტერორიზმი, კიბერუსაფრტხოება და სხვა საკითხები.
"საქართველო როგორც აქტიური და ღირსეული მონაწილე ყველა საერთაშორისო ორგანზიაციის XXI საუკუნის გამოწვევებთან დაკავშირებით ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, როგორც უკვე არსებული პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში ასევე სამომავლო საფრთხეების თავიდან აცილების კუთხით", - აღნიშნა ტრადიციულ ბრიფინგზე კალანდაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ კონფერენციაზე ქართულ მხარეს საშუალება მიეცემა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თავისი ხედვა გამოხატოს და მათ მოგვარებაში წვლილი შეიტანოს.