„ქართული პარტიის" მიმართვას, რომელიც შეიცავს მოთხოვნას პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავებისა და წამების შეწყვეტის შესახებ, კიდევ რამდენიმე სუბიექტმა მოაწერა ხელი.
პარტიის ინფორმაციით, მიმართვას შეუერთდა პოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველო" (თავმჯდომარე ვახტანგ ვახანია), პარტია „თავისუფალი საქართველო" (თავმჯდომარე კახა კუკავა), „თეთრი მოძრაობა - თეთრები" (თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი), სამოქალაქო კოალიცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" (თავმჯდომარე ეკა ბესელია) და საზოგადოებრივი მოძრაობა „სამოქალაქო ფრონტი" (თავმჯდომარე ჯაბა ჯიშკარიანი). მიმართვას ინდივიდუალურად შეუერთდნენ ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, კახა მიქაია, ლევან ჩიკვაიძე და გოგა ხაინდრავა. ამჟამად „ქართული პარტიის" მიმართვაზე უკვე არსებობს 16 პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის და 5 ინდივიდუალური ხელმოწერა.