ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, საქართველოს სიძლიერეა არჩვენები იყოს ისეთივე დემოკრატიული, როგორიც ვარდების რევოლუციის შემდეგ რადებოდა.
„ესტონეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვცნობთ სუვერენული ქვეყნის ოკუპაციას. თქვენ დიდი ნაბიჯი გადადგით წინ, კარგი მმართველობის კუთხით. დაამარცხეთ კორუფცია. თქვენი ქვეყანა გამჭვირვალე გახდა რეფორმების შედეგად და ამით უნდა იამაყოთ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ბევრი ევროპული ქვეყანა აკვირდება და მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი სიძლიერეა არჩევნები იყოს ისეთივე დემოკრატიული, როგორიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ტარდებოდა. ქართული გზა, ეს არის მოდელი ბევრი ქვეყნისთვის, რომლებმაც თავი დააღწიეს ავტორიტარულ რეჟიმებს", - განაცხადა ილვესმა პრეზიდენტ სააკაშვალთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოში იმყოფება.
„პირველად რომ ჩამოვედი აქ ძალიან რთული ვითარება იყო. როდესაც დავბრუნდი ესტონეთში ჩვენთან სიმღერის ფესტივალი ტარდებოდა და ქართული დროშები ფრიალებდა. საქართველოს გვერდით არამხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ესტონელი ხალხიც დგას. ამიტომ არის ესტონეთი საქართველოს მეგობარი და უჭერს მხარს ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს", - აღნიშნა ილვესმა.