საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. ტომას ჰენდრიკ ილვესმა განახლებული ბათუმი დაათვალიერა, მოგვიანებით კი ახლადგახსნილ იუსტიციის სახლს ესტუმრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ესტონელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა საშუალებით საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ტომას ჰენდრიკ ილვესმა განხადებები გააკეთეს.
„მინდა მივესალმო ჩვენ მეგობარს- ესტონეთის პრეზიდენტს. არასდროს დაგვავიწყდება, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ 5 ქვეყნის ლიდერიდან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა იმ დღეს როდესაც მთელი საქართველო, ასევე ეს ლიდერებიც, საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ. მინდა მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ის არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, არამედ ის მხარს უჭერს ღია კარების გზას ევროკავშირში, რადგან საქართველოს მომავალი არის ევროპის კავშირი. რათქმაუნდა არის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეიდან ესტონეთის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში განაგრძობს.