"ლეიბორისული პარტია" "ქართული პარტიის" ოფისში პოლიციის შესვლას აპროტესტებს.
პარტიის განცხადების თანახმად, სააკაშვილის სპეცსამსახურთა დღევანდელი შეტევა "ქართული პარტიის" ოფისზე სხვა არაფერია, თუ არა ტერორისტული თავდასხმა მთელი ქვეყნის პოლიტიკურ ძალებზე და დიქტატურის დე-იურე დაკანონება.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ სააკაშვილის დასავლელ მფარველებს და საქართველოში აკრედიტებულ მათ ელჩებს - აი, ვინ არის თქვენი მეგობარი, ნუთუ საკუთარი ხალხის მაინც არ გრცხვენიათ", - აღნიშნულია ლეიბორისტების განცხადებაში.
"ქართული პარტიის" ოფისში დღეს საღამოს სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. როგორც „ქართული პარტიიდან" იუწყებიან, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და ირალი ოქრუაშვილის ბიძას ზურაბ გიგუაშვილს ეძებდნენ.